მთავარიმსოფლიო„ოპეკ პლუსის“ ქვეყნებმა ნავთობის მოპოვების შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს

„ოპეკ პლუსის“ ქვეყნებმა ნავთობის მოპოვების შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს

„ოპეკ პლუსის“ ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში დღეში ორი მილიონი ბარელით შეამცირონ ნავთობის მოპოვება.

ორგანიზაციის ქვეყნები უერთდებიან რუსეთსა და საუდის არაბეთს, რომლებმაც მიმდინარე წლის ზაფხულში უკვე შეამცირეს მისი მოპოვება.

„ოპეკ პლუსის“ ქვეყნები ნავთობის ფასის გაზრდას ცდილობენ. თუმცა ფასები ჯერ კიდევ დაბალ ნიშნულზეა ჩინეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური პროგნოზებისა და ასევე  იმის, გამო, რომ  შეერთებული შტატები თვალს ხუჭავს  ირანიდან და ვენესუელიდან სანქცირებული ნავთობის ექსპორტის გაზრდაზე.

ამავდროულად, „ოპეკ პლუსი“, რომელიც ამ დროისთვის უკვე აკონტროლებს გლობალური ნავთობის მოპოვების 40 პროცენტს, კიდევ უფრო ძლიერდება. პირველი იანვრიდან ორგანიზაციას ბრაზილია შეუერთდება და მის შემადგენლობაში 24 წევრი ქვეყანა იქნება.

ბრაზილია ამჟამად დღეში დაახლოებით 3.7 მილიონ ბარელს მოიპოვებს, თუმცა მთავრობაში გეგმავენ, რომ 2029 წლისთვის ეს მაჩვენებელი 5.5 მილიონ ბარელზე ავიდეს, რაც მას მსოფლიოში მეოთხე ყველაზე მსხვილ მომპოვებელ ქვეყნად აქცევს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend