მთავარიმსოფლიოდასავლეთ სანაპიროზე პალესტინელებსა და ისრაელის უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებები მოხდა

დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელებსა და ისრაელის უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებები მოხდა

ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს დასავლეთ სანაპიროზე შეკრებილი  პალესტინელების დასაშლელად.

პალესტინელები ქუჩებში  ისრაელის ციხეებიდან „ჰამასსა“ და ისრაელს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში გათავისუფლებული პალესტინელების დასახვედრად გამოვიდნენ.

ისრაელში განაცხადეს, რომ მათ მიერ კონტროლირებად დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელებს არ დართავდნენ ნებას,  გათავისუფლებული პატიმრების დასახვედრად მოეწყოთ ღონისძიება.  პალესტინელმა ახალგაზრდებმა პროტესტის ნიშნად გარკვეული ადგილები დაწვეს  და ისრაელის უსაფრთხოების ძალებს ქვები დაუშინეს.

დასავლეთ სანაპირო – Copyright AP

ისრაელის მხარე აცხადებს, რომ ხუთშაბათს 8 მძევლის სანაცვლოდ  ღაზის სექტორიდან 30 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა

ისრაელის ციხიდან გათავისუფლებული პალესტინელი აქტივისტი – Copyright AP

სამხედროების თქმით, „წითელმა ჯვარმა“ „ჰამასის“ მიერ გათავისუფლებული მძევლები ეგვიპტეში გადაიყვანა, შემდეგ კი ისინი ისრაელში თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდნენ.

საერთაშორისო მედიატორები აქტიურად მუშაობენ ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივებაზე, თუმცა ბოლო ინფორმაციით ისრაელმა განაახლა სამხედრო მოქმედები ღაზის სექტორში. როგორც ვარაუდობენ, „ჰამასის“ ტყვეობაში ჯერ კიდევ 140-ამდე მძევალია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend