მთავარიმსოფლიოCOP28-ის კონფერენციის მონაწილეები დანაკარგისა და ზარალის ფონდის შექმნაზე შეთანხმდნენ

COP28-ის კონფერენციის მონაწილეები დანაკარგისა და ზარალის ფონდის შექმნაზე შეთანხმდნენ

კლიმატის ცვლილების საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე ქვეყნები დანაკარგისა და ზარალის ფონდის შექმნაზე შეთანხმდნენ. მათი მიზანია, დაეხმარონ ღარიბ და განვითარებად ქვეყნებს, რომ გაუმკლავდნენ კლიმატის ცვლილებას.

რამდენიმე ქვეყნის მთავრობამ უკვე განაცხადა გარკვეული შენატანის შესახებ. ფონდში მასპინძელი ქვეყანა, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, 100 მილიონ დოლარს შეიტანს,  51 მილიონ დოლარს – დიდი ბრიტანეთი, 18 მილიონ დოლარამდე – შეერთებული შტატები, ხოლო ევროკავშირმა 250 მილიონი დოლარის გაცემის შესახებ დადო პირობა.

ბარბადოსის სპეციალური წარმომადგენელი კლიმატის საკითხებში ავინაშ პერსაუდი ამბობს, რომ კლიმატისგან დაუცველი ქვეყნები, ამავდროულად, მსოფლიოს ყველაზე მეტი დავალიანების მქონე ქვეყნები არიან, რადგან ყოველგვარი დაფინანსების გარეშე უწევთ რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციისთვის თანხის მოძიება. მისი თქმით, დღევანდელი დაპირებებით არ განისაზღვრება ფონდის მოცულობა. წელიწადში საჭიროა  100 მილიარდი დოლარის მობილიზება და ეს ერთ ღამეში არ კეთდება, რადგან ძალიან დიდ თანხაზეა საუბარი.

მიღწეულ შეთანხმებას დადებითად აფასებს საერთაშორისო საზოგადოება.  გაეროს წარმომადგენლის სტეფან დუჟარიკის აზრით, ეს არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომლითაც ყველაზე დაუცველი ადამიანები და ქვეყნები შეძლებენ   კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პრობლემებთან გამკლავებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend