მთავარიმსოფლიოუკრაინა, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი ბოიკოტს უცხადებენ ეუთოს შეხვედრას

უკრაინა, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი ბოიკოტს უცხადებენ ეუთოს შეხვედრას

50-ზე მეტი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრის ფარგლებში ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩავიდა. თუმცა უკრაინის, ასევე ბალტიის ქვეყნების – ესტონეთის, ლატვიის, ლიუტევისა და ახლა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ბოიკოტს აცხადებენ, რადგან შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც უნდა დაესწროს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი  ჩავიდა ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, თუმცა სერგეი ლავროვის ჩამოსვლამდე ისრაელში გაემგზავრა.

ენტონი ბლინკენი რუსეთს  დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ცივი ომით გამოწვეული დაძაბულობის განმუხტვისთვის მიმართული ძალისხმევის ყველა ძირეული პრინციპის დარღვევაში ადანაშაულებს. მისი თქმით, იგი ეუთოს მუშაობასაც აფერხებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოს წევრ ქვეყანაში – ჩრდილოეთ მაკედონიაში ოთხშაბათს გვიან ღამით  ჩავიდა.

ქვეყანაში  დროებით მოიხსნა შეზღუდვა ფრენებზე, რათა ლავროვი ჩასულიყო. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ლავროვის ჩამოსვლა ნატოს წევრ ქვეყანაში იშვიათი მოვლენაა.

ორგანიზაციის მომავალთან და მის წინაშე არსებულ გამოწვევასთან დაკავშირებით ფორმალური მოლაპარაკებები  მომდევნო 2 დღის განმავლობაში  გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend