მთავარიმსოფლიოსაცდელი ფრენა მდგრადი საავიაციო საწვავის გამოყენებით

საცდელი ფრენა მდგრადი საავიაციო საწვავის გამოყენებით

„Virgin Atlantic“-ის ბოინგი 787 პირველი თვითმფრინავია, რომელმაც ფრენა წიაღისეული საწვავის გარეშე შეასრულა. ის იყენებდა ეგრეთ წოდებულ მდგრად საავიაციო საწვავს, რომელიც ძირითადად ინდუსტრიული ნარჩენებისგან, უფრო კონკრეტულად კი ნარჩენი ცხიმებისგან შედგება.

პირველი ფრენა საჰაერო ხომალდმა ლონდონიდან ნიუ-იორკის მიმართულებით შეასრულა.

,,მდგრადი საავიაციო საწვავის გამოყენება ავიაციაში ძალიან დიდი გამოწვევაა და უზარმაზარ ინვესტიციას მოითხოვს. პირველმა ცდამ ძალიან კარგად ჩაიარა და გვსურს ეტაპობრივად გავზარდოთ მასშტაბები და უფრო მეტი ფრენა შევასრულოთ ამ ინოვაციური გეგმით“, – ამბობს ჰოლი ბოიდ-ბოლანდი, კომპანია „Virgin Atlantic“-ის ვიცე-პრეზიდენტი.

გაერთიანებული სამეფოს სატრანსპორტო დეპარტამენტმა 1 მილიონი ფუნტი გამოყო ამ ფრენის განსახორციელებლად. ამ ტესტს ეწოდა ,,დიდი ნაბიჯი გამონაბოლქვის ნულამდე დასაყვანად.’’ მისი მიზანია, საჰაერო მოგზაურობა ეკოლოგიურად უფრო სუფთა იყოს.

„ყველას გვიხარია, რადგან დღეს ლონდონიდან ნიუ-იორკის მიმართულებით პირველი საცდელი რეისი შესრულდა. ჩვენ  მდგრადი საავიაციო საწვავი გამოვიყენეთ’’, -ამბობს რიჩარდ ბრენსონი, კომპანია „Virgin Atlantic“-ის დამფუძნებელი.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობები დიდი ხანია საუბრობენ საჰაერო მგზავრობის დეკარბონიზაციაზე, ეს პროცესი დღემდე ნელი ტემპით მიმდინარეობს.

მდგრადი საავიაციო საწვავი გამონაბოლქვის გამოყოფას დაახლოებით 70%-ით ამცირებს. ეს უახლესი და საუკეთესო  გზაა საერთაშორისო საავიაციო ინდუსტრიისთვის, რათა 2050 წლისთვის მიაღწიოს გამონაბოლქვის ნულოვან ნიშნულს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend