მთავარიმსოფლიოევროკომისიაში პოლონეთისა და უკრაინის საზღვარზე შექმნილ ვითარებას მიუღებელს უწოდებენ

ევროკომისიაში პოლონეთისა და უკრაინის საზღვარზე შექმნილ ვითარებას მიუღებელს უწოდებენ

პოლონელ მძღოლებს მიაჩნიათ, რომ უსამართლობაა, მხოლოდ უკრაინელებს რომ არ სჭირდებათ ნებართვა ევროკავშირში შესასვლელად. ბრიუსელი პოლონეთს უმოქმედობაში ადანაშაულებს ქვეყნის საზღვარზე უკრაინული სატვირთოების ბლოკადის გამო.

ადინა ველიანი, ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში  აცხადებს, რომ შექმნილი ვითარება მიუღებელია და საპასუხო ნაბიჯებით იმუქრება,  თუ კანონების შესაბამისად არ იმოქმედებენ. იგი გამოსავლის ძიებაში ვერ ხედავს კეთილსინდისიერებას. მისი თქმით, პოლონეთის ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს საზღვარზე კანონების აღსრულება, თუმცა  პოლონეთის მთავრობა არ ერევა მიმდინარე პროცესებში. მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისარი მხარს უჭერს უფლებას პროტესტის გამოხატვასთან დაკავშირებით, მიაჩნია, რომ ევროკავშირი, და ომში ჩართული უკრაინა,  არ შეიძლება იყოს მძევლად აყვანილი ევროკავშირის გარე საზღვრების გადაკეტვით.

როგორც ცნობილია, სატვირთოების  პოლონელ მძღოლებსა და ფერმერებს 6 ნოემბრიდან  აქვთ გადაკეტილი გზა უკრაინის საზღვართან.

უკრაინელ მძღოლებს კი მანქანებში უწევთ უწევთ ლოდინი, სანამ საზღვარს გადაკვეთენ. სასმელ წყლამდე მისასვლელი გზა გრძელია, ტემპერატურა კი უკვე დიდი ხანია ნულს ჩამოსცდა.

ერთ-ერთ უკრაინელ მძღოლს ვოლოდიმირ მუშკას მიაჩნია, რომ შეთანხმება სწრაფად უნდა შედგეს. მისი აზრით,  ბიზნესი მნიშვნელოვანია, მაგრამ უკრაინაში ახლა ომია, ყოველდღე იხოცებიან უდანაშაულო ადამიანები და ყოველდღიურად ნადგურდება ქალაქები და სოფლები.

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ გამოსავლის მოსაძებნად ყველა მხარესთან მართავენ მოლაპარაკებებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend