მთავარიამერიკააშშ"ელექტრო გზები" დეტროიტში

“ელექტრო გზები” დეტროიტში

დეტროიტის ქუჩებში ასფალტის საფარის ქვეშ დამონტაჟებული ინოვაციური ტექნოლოგიის წყალობით ელექტრომანქანების დატენვაა შესაძლებელი. ეს ქვეყნის პირველი უსადენო დამტენი გზაა ელექტრომანქანებისთვის.

ასფალტის ქვეშ მოთავსებული სპილენძის დასამუხტი კოჭები საშუალებას აძლევს ელექტრომანქანებს, დატენონ ბატარეები მართვის ან პარკირების დროს.

,,2021 წელს გუბერნატორმა უიტმერმა გადაწყვიტა ამ გეგმის განახორცილება. დღეს ჩვენ უკვე აქ ვართ. გვიხარია, რომ ბოლომდე მივიყვანეთ ეს საქმე”, -ამბობს მიჩიგანის მომავლის ტექნოლოგიების ოფისის წარმომადგენელი.

მიჩიგანის ტრანსპორტის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მე-14 ქუჩის მეოთხედი მილი მთლიანად დაეთმობა ამ ტექნოლოგიის შემოწმებასა და სრულყოფას. ძალიან მალე ის უკვე იქნება ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის.

ტექნოლოგია ეკუთვნის კომპანია Electreon-ს, („ელექტრონს“) რომლის სათავო ოფისი ისრაელშია. კომპანიას უკვე აქვს გაფორმებული კონტრაქტები ისრაელში, შვედეთში, იტალიასა და გერმანიაში. ამერიკის შეერთებულ შტატებში საპილოტე ცდის ჩატარებაზე ინიციატივა კი 2021 წელს მიჩიგანის გუბერნატორმა გრეტჩენ უიტმერს ეკუთვნის.

,,ეს იქნება ნამდვილი ევოლუცია. ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ გეგმას მივყვეთ და უახლოეს მომავალაში ეტაპობრივად დავნერგოთ ეს ტექნოლოგია ამერიკის ყველა შტატში’’, -ამბობს ბრედლი ვიფერიხი, მიჩიგანის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი.

როდესაც ელექტრომანქანა მიუახლოვდება გზის ქვეშ დამონტაჟებულ დამტენის წყაროს, მას შეუძლია მაგნიტური ველის მეშვეობით დატენოს ბატარეა. ეს ტექნოლოგია აქტიურდება მხოლოდ მაშინ, როცა მათზე ელექტრომანქანა გაივლის.

ექსპერტების თქმით, გზა უსაფრთხოა ფეხით მოსიარულეებისთვის და ცხოველებისთვის.

მიჩიგანისა და დეტროიტის მთავრობა ცდილობს,  დაეხმაროს მოსახლელობას და შეუქმნას კომფორტი, რათა საბოლოოდ მოქალაქეებმა უპირატესობა სწორედ ელექტრომანქანებს მიანიჭონ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend