„წინანდლის პრემიის“ ნომინანტების ვინაობა უკვე ცნობილია.
ზურაბ ჟვანიას სახელობის „წინანდლის პრემიის“ ჟიურიმ მეცნიერებისა და ხელოვნების 8 დარგში 2023 წლის „წინანდლის პრემიის“ 23 ნომინანტი გამოავლინა.
„წინანდლის პრემია“ თანამედროვე ხელოვნებასა და მეცნიერებაში არსებულ მიღწევათა პოპულარიზაციისათვის შეიქმნა. იგი ხელს უწყობს ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიულ შემოქმედთა შესაძლებლობების რეალიზებას.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში „წინანდლის პრემიის“ 2023 წლის ნომინანტმა, ლელა ჩიტაძემ და „წინანდლის პრემიის“ ორგანიზატორმა, ნინო ჟვანიამ ისაუბრეს.