ტექნოლოგიური სამიტი

ლისაბონში, Web Summit 2023-ს ქართული ინოვაციური სტარტაპიდეის, რელიეფერის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ნიკო ქასრაშვილმა, თამარ სანაიამ, ლუკა სანაიამ, ნინი შარვაშიძემ და ლიზა თაყაიშვილმა ეს სტარტაპი ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლის ფარგლებში შექმნეს.

სტუდენტთა გუნდი უნივერსიტეტისგან და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსგან სწორედ ლისაბონის ვებსამიტის საგზურით დაჯილდოვდა.

ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავიანთი იდეა ვებსამიტის სტუმრებისთვის გაეზიარებინათ და სფეროს წამყვანი ლიდერებისგან გამოცდილება მიეღოთ. ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა, მაგდა მაღრაძემ და სტარტაპ იდეის ერთ-ერთმა ავტორმა, თაფო სანაიამ ისაუბრეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend