გუგლის ანგარიში, რომელიც წლებია არ შეგიმოწმებიათ, შეიძლება მიმდინარე კვირაში წაიშალოს.
1 დეკემბრიდან, კომპანია გუგლი იწყებს თავისი გეგმის განხორციელებას და აპირებს, რომ წაშალოს ყველა ანგარიში, რომელიც სულ მცირე ორი წელია უმოქმედოა.
გუგლმა უსაფრთხოების ახალი პოლიტიკის შესახებ განცხადება ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მაისში გააკეთა.
ტექნოლოგიური გიგანტის შიდა კვლევებმა აჩვენა, რომ ძველი ანგარიშები სავარაუდოდ იხსნება მრავალჯერადად გამოყენებულ პაროლებით და ასევე ასეთ ანგარიშებს არ აქვთ უსაფრთხოების თანამედროვე ზომები მიღებული, როგორიც არის მაგალითად, გუგლის ორეტაპიანი ვერიფიკაცია. ეს ყველაფერი ამ ანგარიშებს სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით იოლად ხელმისაწვდომს ხდის. როგორებიცაა: ფიშინგი, ანგარიშის გატეხვა და სპამი.
ანგარიშის გაუქმების შემდეგ წაიშლება ყველაფერი, წერილები, გუგლ-დრაივი, გუგლ-ფოტოები, დოკუმენტები და ყველანაირი კონტენტი, რომელიც ინახება მომხმარებლის გუგლის ანგარიშში. აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე წაიშლება ის ანგარიშები, რომლებიც შეიქმნა და შემდეგ ის არასდროს აღარ გამოუყენებიათ.
გამონაკლისი იქნება ანგარიშები, რომლებსაც იუთუბის არხებიც აქვთ. მოგეხსენებათ გუგლი ფლობს იუთუბს.
თუ მომხმარებელს სურს, რომ შეინარჩუნოსგუგლის ანგარიში ის უბრალოდ უნდა შევიდეს ანგარიშში ორ წელიწადში ერთხელ მაინც, ან გამოიყენოს გუგლის ინსტრუმენტები, როგორებიცაა გუგლის რუკა ან იუთუბზე ნახოს ვიდეოები გუგლის ანგარიშის გამოყენებით.