მთავარიმსოფლიოUNITED NATIONSგაეროს კლიმატის ყოველწლიური კონფერენცია 30 ნოემბერს დაიწყება და 12 დეკემბრამდე გაგრძელდება

გაეროს კლიმატის ყოველწლიური კონფერენცია 30 ნოემბერს დაიწყება და 12 დეკემბრამდე გაგრძელდება

ახლო აღმოსავლეთი მასპინძლობს გაეროს კლიმატის კონფერენციას, რომელიც მომდევნო ორი კვირა გაგრძელდება.

კონფერენციაში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ შეთანხმდებიან გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, საუკუნის ბოლოსთვის პლანეტის ზედმეტად გადახურებას აირიდებენ თავიდან.

დუბაი მზად არის უმასპინძლოს COP28-ს

მსოფლიო ლიდერების ნაწილი კონფერენციას არ დაესწრება, მათ შორისაა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ამის მიზეზი კი ისრაელ-ჰამასს  შორის მიმდინარე ომია.

გაურკვეველია ასევე, დაესწრება თუ არა COP28-ს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.

როგორც ცნობილია,  ისრაელის ღაზაში სამხედრო ინტერვენციას, რომელიც 7 ოქტომბერს ისრაელზე ,,ჰამასის“ ტერორისტული დაჯგუფების წევრების თავდასხმის შემდეგ დაიწყო, არაბული ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან უარყოფითი რეაგირება მოჰყვა.

არაბეთის გაერთიანებული საემიროები გაეროს კლიმატის 28-ე კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას  30 ნოემბრიდან  12 დეკემბრამდე უმასპინძლებს.

საინტერესოა,  რამდენად შორს წავა და შესაბამისად იმოქმედებს ნავთობით მდიდარი ქვეყანა კლიმატის კრიზისის დასასრულებლად, რომელიც ძირითადად წიაღისეული საწვავის მოხმარებითაა გამოწვეული.

ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ 2023 წელი ყველაზე ცხელი წელია

ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ამ ზაფხულს რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა,  ბრაზილიაში კი, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული არ არის,  ამ თვეში მაღალი სიცხე და ტენიანობა იყო.

წიაღისეული საწვავის წვა კვლავ ითვლება გლობალური დათბობის მთავარ მიზეზად, წარმოება კი კვლავ აგრძელებს ზრდას.

კლიმატის დამცველები ამბობენ, რომ ქარის, მზის და სხვა ალტერნატიული ენერგიის განვითარების მცდელობები არასაკმარისია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend