პენსილვანიისა და კლივლენდის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობა უკვე უნდა მოემზადოს წლის პირველი თოვლისთვის. მათივე ცნობით, ნიუ-იორკის აღმოსავლეთით თოვლის სიმაღლემ თითქმის 60 სანტიმეტრს მიაღწია.
დაიხურა სკოლები. მოქალაქეებს მოუწოდებენ, დარჩნენ შინ და მოერიდონ ისეთ ადგილებში გასვლას, სადაც ძლიერი ქარბუქია.
,,ნამდვილად სიგიჟეა, ყველგან თოვლია. გზატკეცილის 8 მილიანი მონაკვეთი სრულიად თოვლით იყო დაფარული და მოყინული. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ასეთ ნალექს ნამდვილად არ ელოდა, მაგრამ ძალ-ღონეს არ იშურებენ იმისთვის, რომ მოძრაობა შეუფერხებლად გაგრძელდეს’’, – ამბობს ჯენ უორინგი.
ამავდროულად, ბუფალოს სამხრეთით, პენსილვანიის საზღვრამდე მდებარე ტერიტორიებს თოვლის საფარისგან წმენდენ. როგორც ცნობილია, რეგიონში ორშაბათსა და სამშაბათს დიდთოვლობა იყო.
,,უბრალოდ გზაზე მოძრაობისას დარწმუნდით, რომ კარგი საბურავები და სათანადო ტანსაცმელი გაქვთ მანქანაში და ასევე ნივთები, რომლებიც საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში გამოგადგებათ’’, – აღნიშნავს ჯონ უორინგი.
სამართალდამცავების განცხადებით, იყო რამდენიმე საგზაო შემთხვევაც. რაიონის სკოლებში დროებით შეწყვეტილია სწავლა.
სინოპტიკოსები იმ ტერიტორიებზე, სადაც ისედაც უხვი ნალექია, ძლიერი თოვლის მოსვლას ვარაუდობენ. თოვლის მასის სიმაღლემ შესაძლოა 10-20 სანტიმეტრსაც მიაღწიოს.