მასშტაბური შტორმის გამო რუსეთში, ანექსირებულ ყირიმსა და უკრაინის სხვა ოკუპირებულ რეგიონებში დაახლოებით ორ მილიონ ადამიანს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
2014 წელს ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს მძლავრი შტორმი დაატყდა თავს. დაიტბორა გზები, ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები და დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ყირიმის რამდენიმე რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ბოლო ინფორმაციით, ქარის სიჩქარე 144 კილომეტრ საათს აღწევდა. გადაადგილება შეჩერდა რკინიგზაზე, ხოლო სევასტოპოლის აკვარიუმში მყოფი 800 ეგზოტიკური თევზი და ცხოველი წყალმოვარდნის შედეგად დაიხოცა.
Bad weather has caused power outages in more than 2,000 towns and villages in 16 regions of Ukraine and has also blocked road traffic.
I am grateful to all rescuers, utility workers, the National Police, local authorities, and engineers working around the clock to help people. pic.twitter.com/5Md8dzk5sl
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) November 27, 2023
უკრაინის სხვა რეგიონებში კი ძლიერი ქარბუქის გამო 14 ავტომაგისტრალი დაიკეტა. მაშველებმა, პოლიციამ და შესაბამისმა სამსახურებმა სტიქიის ზონიდან 840 ავტომობილი გამოიყვანეს. უკრაინის 16 რეგიონში 2000-ზე მეტ სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ოდესის რეგიონში ყინვის გამო გახშირდა ავტოსაგზაო შემთხვევები. დაიღუპა 3 ადამიანი
რამდენიმე რეგიონში განგაშის მეორე დონე გამოცხადდა, მათ შორის კიევში, ჩერკასიში, ჩერნიჰივსა და ოდესაში. სინპოტიკოსები ვარაუდობენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში უამინდობა და დიდთოვლობა კვლავ გაგრძელდება.