მთავარიმსოფლიოევროპაევროპის პოლიტიკური ლანდშაფტი - მემარჯვენე პარტიების რეინკარნაცია

ევროპის პოლიტიკური ლანდშაფტი – მემარჯვენე პარტიების რეინკარნაცია

ევროპის კონტინენტზე პოლიტიკური ლანდშაფტი იცვლება.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპულ სახელმწიფოებში მემარჯვენე პოლიტიკური იდეოლოგია ასეთი ძლიერი არ ყოფილა, გაზრდილია მისდამი ინტერესი.

უნგრეთსა და იტალიაში მემარჯვენე პოლიტიკური პარტიები არიან მმართველობაში, პოლონეთსა და ნიდერლანდებში კი მემარჯვენე პოლიტიკური იდეოლოგიის პარტიები სარგებლობენ ყველაზე დიდი მხარდაჭერით.

უნგრეთის მეზობელ სლოვაკეთში მემარცხენე პოლიტიკურმა პარტიამ კი გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისითა და პირველ რიგში უკრაინასთან დაკავშირებით არსებული პოლიტიკის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ ბრატისლავაში ბუდაპეშტის მიმართულებით მოძრაობენ.

საინტერესოა, ვნახოთ, როგორი პოზიციები აქვთ მემარჯვენე პოლიტიკურ პარტიებს ევროპის საკანონმდებლო ორგანოებში.

უნგრეთი – Fidsz – 59% – უნგრეთის სამოქალაქო ალიანსი

ევროპაში მემარჯვენე პოლიტიკურ პარტიებს შორის ყველაზე ძლიერია და ყველაზე დიდი ხანია რაც ხელისუფლების სათავეშია. უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყების შემდეგ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებიდან ერთადერთია რომელიც ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვდა, ურსულას ამბები.

პოლონეთი – PiS – 37% – კანონი და სამართლიანობა

ახლახან ჩატარდა პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები, ჯერ უცნობია, ვინ ჩამოაყალიბებს მთავრობას, ვარშავასა და ბრიუსელს შორის დავაა მიგრანტთა კრიზისსა და LGBTQ თემთან დაკავშირებულ საკითხებზე.

იტალია – FdI – 30% – Fratelli d italia, იტალიის ძმები

იტალიაშიც მემარჯვენე პოლიტიკოსების ძირითადი დასაყრდენი აფრიკიდან მომავალი მიგრანტების მიზეზით შექმნილი სოციალური გამოწვევებია.

ნიდერლანდები – PVV – 23% – თავისუფლების პარტია

ნაკლებად სავარაუდოა, რომ გერტ ვილდერსის პარტიამ მთავრობის ჩამოყალიბება შეძლოს. ნიდერლანდების ბოლო კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას 299 დღე დასჭირდა და სავარაუდოა, რომ ამ მთავრობის ჩამოყალიბებას არანაკლები დრო დასჭირდება.

ფინეთი – PS – 23% – ფინელთა პარტია, ფინეთში ეს მემარჯვენე პოლიტიკური პარტია მმართველი კოალიციის წევრია. 

შვედეთი – SD – 21% – შვედი დემოკრატები, ამ პარტიას შვედურ რიკსდაგში ოთხი კომიტეტის თავმჯდომარეობა აქვს და მას ამომრჩეველთა ერთი მეხუთედი უჭერს მხარს.

ავსტრია – FPÖ – 16% – თავისუფლების პარტია, ავსტრია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველი ევროპული სახელმწიფოა, სადაც რადიკალური მემარჯვენე პოლიტიკური იდეოლოგიის პარტიებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს.

საფრანგეთი – RN – 15% – 1997 წლიდან პირველად საფრანგეთის მოქმედ პრეზიდენტს პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია, მარი ლე პენმა 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში 33% მიიღო, 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კი 41%. 2022 წლის საპარლამენტო არჩევნებში კი მარი ლე პენის პარტიამ მანდატთა რაოდენობა 7-იდან 89-ამდე გაზარდა და მთავარ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალად იქცა სახელმწიფოში. 

ბელგია – VB – 12% – ბელგიაში ყველაზე დიდ რადიკალ მემარჯვენე პოლიტიკურ პარტიაში 22 ათასზე მეტი წევრია და ეს პარტია უკვე თითქმის 20 წელია არსებობს, მათი სლოგანია – ჩვენი ერი უპირველეს ყოვლისა.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა – AfD – 11% – ამჟამინდელი გამოკითხვების თანახმად. ამ პარტიის მხარდაჭერა 20 პროცენტს აჭარბებს და ის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის შემდეგ ყველაზე დიდი პარტიაა.

ესპანეთი – Vox – 9% – ესპანეთში მოქმედმა ამ პარტიამ 2019 წლის არჩევნებთან შედარებით 2023 წელს მანდატთა თითქმის ნახევარი დაკარგა, მიუხედავად ამისა, ეს პარტია სიდიდით მესამეა ესპანეთში.

ამ სახელმწიფოებში ამ პოლიტიკური პარტიების რეიტინგი დიდი მნიშვნელობის მატარებელი იქნება ევროპარლამენტის მომავალ არჩევნებში, რომელიც 2024 წელს 6-იდან 9 ივნისამდე გაიმართება და ეს იქნება ბრექსიტის შემდეგ ევროპარლამენტის პირველი არჩევნები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend