მთავარისაქართველო"ჩვენი ხმა ევროპას"

“ჩვენი ხმა ევროპას”

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 28 ნოემბერს, “ყვარლის ევროკლუბის” დაარსების 4 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო და  შეხვდა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას შეუერთდნენ და კიდევ ერთხელ გამოხატეს საკუთარი მხარდაჭერა ევროპული გზის მიმართ. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად ღონისძიებას ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი, ევროკავშირის საელჩოსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სალომე ზურაბიშვილი ასევე იმყოფებოდა თელავში, სადაც ხელმოწერების კამპანიის ფარგლებში 15 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა. ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს. მასში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთვებიან და პეტიციაზე ხელმოწერით თავიანთ მხარდაჭერას გამოხატავენ.

“ასეთი წამოწყება არის სწორედ ის, რაც ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება, რათა ჩვენი მიზანი – ილიას ევროპული გზა იყოს მიღწეული, ამისთვის კი ყველას ჩართულობაა საჭირო: მთავრობა, ლიდერები, მოდიან და მიდიან, მაგრამ რჩება საზოგადოება და საზოგადოება თუ თავის თავში დარწმუნებულია, თუ საზოგადოებამ იცის რეალურად, როგორი მომავალი უნდა, რა უნდა თავისი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის, მაშინ ის საზოგადოება მიაღწევს თავისას და ეს იწყება ყოველივე ქალაქში, სოფელში, თემში, იქიდან წამოწყებული ყველა ინიციატივა ყველაზე ძლიერია და საქართველოს ისტორიამ ეს ძალიან კარგად იცის, რომ ყველაზე რთულ პერიოდებში სწორედ იმიტომ გადარჩა, რომ ყველა ადგილს ჰქონდა ეს თავისი ძალა, თავისი იდენტობა, ეს თავდაჯერებულობა”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

„20 დღის წინ, 8 ნოემბერს, ყველამ ვიზეიმეთ, როდესაც ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით რეკომენდაცია გასცა. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო პრეზიდენტს, მთავრობასა და მთელ ქვეყანას ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი  ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. პირადად მე იმედი მაქვს, რომ დეკემბერში საბჭო საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს. აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობისა და მეგობრობის 31 წელზე მეტი აკავშირებს. ამ ხნის განმავლობაში საქართველომ წარმოუდგენლად დიდი სამუშაო გასწია, თუმცა როგორც ევროკომისიამ აღნიშნა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი. აშშ მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას“,- განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend