მთავარიმსოფლიოWHOჯანმოში აცხადებენ, რომ ჩინეთში არ არის გავრცელებული ახალი ან რაიმე უჩვეულო ვირუსი

ჯანმოში აცხადებენ, რომ ჩინეთში არ არის გავრცელებული ახალი ან რაიმე უჩვეულო ვირუსი

წლევანდელი მონაცემები არაფრით აღემატება პანდემიამდელი პერიოდის, 2018, 2019 წლების მაჩვენებელს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთის ოფიციალური პირების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე  დაყრდნობით, აცხადებს, რომ ქვეყანაში არ არის გავრცელებული ახალი რესპირატორული დაავადება და მოსახლეობას ამშვიდებს, რომ საგანგაშო არაფერია.

თუმცა ჯანმო პეკინისგან უფრო მეტ ინფორმაციას ითხოვს, რადგან  სულ უფრო მეტი მოქალაქე მიმართავს საავადმყოფოებს იმის შიშით,  რომ თითქოს ქვეყანაში გრიპის ვირუსის მსგავსი  უჩვეულო დაავადებაა გავრცელებული.

ეპიდემიისა და პანდემიის  პრევენციის საკითხებში ჯანმოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მარია ვან კერკხოვეს აზრით, ამ ყველაფრის მიზეზი ერთი წლის წინ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმებაა.

ახლა, რეგულაციების მოხსნის შემდეგ, შემოდგომისა და ზამთრის პირველი სეზონია. მისი თქმით, რაც ჩინეთში ხდება, ბევრმა ქვეყანამ ერთი და ორი წლის წინ გაიარა.

ბავშვებში დაუდგენელი დაავადების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს  

წლევანდელი მონაცემები არაფრით აღემატება პანდემიამდელი პერიოდის, 2018, 2019 წლების მაჩვენებელს. მარია ვან კერკხოვეს მიაჩნია,  რომ ეს ზამთარში, ცივ ამინდებში, ბუნებრივი მოვლენაა.

დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე განაცხადა, რომ ჯანმო ინფორმაციას იღებს როგორც ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციების არხებიდან, ისე ჩინეთში მყოფი მეცნიერებისა და იმ ადამიანებისგან, რომლებიც კლინიკებში მუშაობენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend