საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მანქანები ეგვიპტიდან ღაზის სექტორში შესვლას ელოდებიან.
ხუთშაბათს ელ-არიშში სატვირთო მანქანების გრძელი რიგი იყო, სატვირთოს მძღოლები ელოდებოდნენ თანხმობას, რომ რაფაჰის გასასვლელისკენ დაძრულიყვნენ.
კატარის ოფიციალური პირებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ,,ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლდება 13 ქალი და ბავშვი.
„ჰამასმა“ კატარის წარმომადგენლებს უკვე გადასცა იმ ადამიანების სია, რომლებსაც სახლებში დააბრუნებენ.
კატარი გასათავისუფლებელი ისრაელელი მძევლებისა და პალესტინელი პატიმრების სიებს ყოველდღიურად მიიღებს. ამის შესახებ კატარის საგარეო საქმეთა სპიკერმა მაჯედ ალ-ანსარიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ გათავისუფლების შემდეგ მძევლებს „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტში მიიყვანენ.
Dr. @majedalansari, Spokesperson for the Ministry of Foreign Affairs, during the weekly media briefing:
Qatar strongly believes in the mandate of the ministerial committee, in international law, and in its application to this issue. We are working with various ideas and all… pic.twitter.com/7S90PU5Omh
— Ministry of Foreign Affairs – Qatar (@MofaQatar_EN) November 21, 2023
ისრაელსა და ,,ჰამასსს“ შორის შეთანხმება დღეს დილიდან ამოქმედდება.
როგორც მედია აღნიშნავს, ღაზის სექტორში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დაპირისპირება მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ალ-შიფას საავადმყოფოს დირექტორი დააკავეს.
ისრაელის ძალები ამტკიცებდნენ, რომ ღაზის უდიდეს საავადმყოფოს „ჰამასი“ სამეთაურო ცენტრად იყენებდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის საკითხებში გაავრცელა საგანგაშო ინფორმაცია დევნილთა შორის გავრცელებული დაავადებების შესახებ, რომელთა შორისაა პნევმონია, დიარეა, ნაწლავური ინფექციები და ჩუტყვავილა.
საუდის არაბეთის მეფე სალმანის დახმარებისა და ჰუმანიტარული სამუშაოების ცენტრის გენერალურმა ზედამხედველმა აბდულა ბინ ალ რაბიამ აღნიშნა, რომ ქვეყანა მზად არის, ღაზაში გააგზავნოს 20 სასწრაფო დახმარების მანქანა და 326 სატვირთო, რომლებიც სავსეა საკვებით, თავშესაფრისთვის საჭირო ნივთებითა და სამედიცინო მასალებით.