მთავარისაქართველოირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს ბაქოში შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს ბაქოში შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბაქოში, „განჯელიკის“ სამთავრობო რეზიდენციაში შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევის მიწვევით ბაქოში ეკონომიკურ ფორუმს საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრება და ეს შეხვედრაც სწორედ ამ ვიზიტის ფარგლებში შედგა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე და აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორია.  განიხილეს ქვეყანათა თანამშრომლობის საკითხები, ამავდროულად საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული პროექტები.. ასევე შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები, რაც გულისხმობს რკინიგზის მოდერნიზაციას, პორტების, გზების გაფართოებას, მშენებლობა-განვითარებას; ასევე ისაუბრეს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობაზე და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტზე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უფრო გააძლიერებს ორი ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალს.

საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა სამხრეთ კავკასიის მწვანე ენერგეტიკულ რესურსთა ევროკავშირის ბაზრისთვის მისაწოდებლად მასშტაბური პროექტის “შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის” განვითარების საკითხსა და მის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს მსოფლიოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend