მთავარისაქართველოე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გაუქმდება

ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გაუქმდება

პარლამენტში მოქალაქის პირადობის მოწმობებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებაზე, დახურულ კარს მიღმა მსჯელობდნენ “ქართული ოცნებისა” და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი პოლიტიკოსები. დეპუტატები ყველა პარტიიდან შეთანხმდნენ, რომ 2011 წლამდე გაცემული ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გაუქმდება. ასევე სოციალურად დაუცველ მოსახლეობასა და პენსიონერებზე საიდენტიფიკაციო ბარათები უფასოდ გაიცემა. ეს შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებს შორის ჯერ მხოლოდ სიტყვიერია და როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, სულ მალე შეიქმნება ახალი კანონის ვერსია.

“კანონპროექტს, რომელიც “ევროპელი სოციალისტების” მიერ იყო ინიციირებული, თვითონ ეს კანონპროექტი აქტუალობას არ კარგავს გამომდინარე იქიდან, რომ ამ კანონპროექტის მიხედვით, იმ ადამიანებსაც ექნებათ ხმის მიცემის უფლება, რომლებსაც არ აქვთ ელექტრონული პირადობის მოწმობები. თუმცა ასეთი პირადობის მოწმობების რაოდენობა მინიმუმამდე დავა, პირობითად, მაქსიმუმ 500-1000 კაცი იქნება, მეტი არა. გამომდინარე იქიდან, რომ რაზეც შევჯერდით დღეს, კონსულტაციები გაგრძელდება, მაგრამ არსებითად ამაზე შევჯერდეთ, რომ იურიდიულ ძალას დაკარგავს ყველა ის პირადობის მოწმობა, რომელიც არის 2011 წლამდე გაცემული, ანუ იქამდე გაცემული, ვიდრე ამოქმედებოდა ჩიპიანი პირადობის მოწმობები. შესაბამისად, ყველა შესაბამის ადამიანს დასჭირდება პირადობის მოწმობების გამოცვლა. აქედან გამომდინარე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისეთი ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ექნებათ არაელექტრონული პირადობის მოწმობები, იქნება მაქსიმუმ 500-1000 კაცი. პირობითად 1-ელი მარტიდან 230 ათასი, თუ რამდენიც არის, პირადობის მოწმობა გაუქმდება. შესაბამისად, ამ პირადობის მოწმობებით ხმას ვერავინ მისცემს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend