ორგანიზაცია „ბლაუენშტაინ ედუ“ მეცხოველეობისა და ხორცის დამუშავების მიმართულებით შვეიცარიული სტანდარტის საქართველოში აკრედიტებულ კურსებს დანერგავს.
პროექტის ფარგლებში ორი გრძელვადიანი და ხუთი მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა განხორციელდება.
კურსის თეორიული ნაწილი ამბროლაურში მდებარე პროფესიულ კოლეჯ „ერქვანში“ ჩატარდება, პრაქტიკულ ნაწილს კი ბენეფიციარები ბლაუენშტაინის საფერმე და საწარმოო ბაზაზე გაივლიან.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში პროექტის “მეცხოველეობის განვითარება საქართველოს რეგიონებში“ ხელმძღვანელმა, ნიკა ჩაჩხიანმა და USAID საქართველოს ტრენინგების განვითარების გუნდის ხელმძღვანელმა, ცოტნე იაშვილმა ისაუბრეს.