უნგრეთსა და ევროკავშირს შორის დაძაბულობა გრძელდება. დედაქალაქ ბუდაპეშტში გამოჩნდა ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის საწინააღმდეგო ბილბორდები. უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ ორგანიზებულია ასევე ერთგვარი რეფერენდუმი, რომელიც ევროკავშირსა და უნგრეთს შორის ურთიერთობებს ეხება და შეიცავს ანტიევროპულ გზავნილებს. უნგრეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყების შემდეგ გაფუჭდა, ვიქტორ ორბანი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ერთადერთი ლიდერია, რომელიც 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ვლადიმერ პუტინს პირისპირ შეხვდა.
უნგრეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით გაიმართება კიდევ ერთი ეროვნული მასშტაბის განხილვა, ეგრეთწოდებული ეროვნული კონსულტაცია, რომელიც გულისხმობს მოქალაქეების მიერ მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შეფასებას კრიტიკული მნიშვნელობის მატარებელი საკითხების შესახებ.
გამოკითხვაში დატანილია განცხადებები და დებულებები, რომლებითაც ევროკავშირს ბრალი ედება უნგრეთისათვის ცუდი პოლიტიკის თავსმოხვევაში. უნგრელი ანალიტიკოსების აზრით, ეს ვიქტორ ორბანის დღის წესრიგის ნაწილია.
Brussels is not Moscow. The Soviet Union was a tragedy. The EU is only a weak contemporary comedy. The Soviet Union was hopeless, but we can change Brussels and the EU. This change can come at the @Europarl_EN elections next year! pic.twitter.com/MzO47AYvg9
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) October 24, 2023
გერგელი რაჯნაი, კორვინუსის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებათა დეპარტამენტი: “ეს კამპანია პოლიტიკური ხასიათისაა და მიზნად ისახავს ჩვენებას იმისა, თუ როგორ უშლის ხელს ვითომ ევროკავშირი უნგრეთის განვითარებას ხელს. ეკონომიკური კრიზისი ევროკავშირის ბევრ სახელმწიფოშია, გამონაკლისი არც უნგრეთია და ხელისუფლება ცდილობს პასუხისმგებლობა ბრიუსელს დააკისროს”.
ვიქტორ ორბანის პარტიამ ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის წინააღმდეგაც გააჩაღა კამპანია. დედაქალაქისა და სხვა უნგრული ქალაქების ქუჩებში გამოჩნდა ბილბორდები, რომლებიც ურსულა ფონ დერ ლაიენის მილიარდერ ჯორჯ სოროსთან კავშირზე მიუთითებს. ევროკომისიაში განაცხადეს, რომ ეს სიცრუეა.
ერიკ მამერი, ევროკომისიის პრესმდივანი: “ჩვენ უნგრული საზოგადოების გვჯერა, ევროკავშირის ტერიტორიაზე 10 მილიონი უნგრელი ცხოვრობს. დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ადამიანები თავად გადაწყვეტენ, ევროკავშირში ყოფნა მათ სახელმწიფოს ადგება თუ არა”.
უნგრეთი ევროპული საბჭოს პრეზიდენტობას ივლისიდან გადაიბარებს.
უნგრეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყების შემდეგ დაიძაბა.