მთავარიმსოფლიოუკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მდივანმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის რიგით მე-17 შეხვედრას ონლაინრეჟიმში უმასპინძლა. ეს შეხვედრა ლოიდ ოსტინის კიევში ვიზიტიდან მალევე გაიმართა. ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, ვაშინგტონი მზად არის უკრაინის გრძელვადიანი სამხედრო მხარდაჭერისათვის. სწორედ ლოიდ ოსტინის კიევში ვიზიტისას გამოცხადდა საჯაროდ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ კიევისათვის კიდევ 100 მილიონი ამერიკული დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ. კიევსა და მოსკოვს შორის ომი უკვე 21 თვეა გრძელდება.

ლოიდ ოსტინი, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მდივანი: “უკრაინას წინ ომის კიდევ ერთი ზამთარი ელის, მე მოვუწოდებ ამ ჯგუფის წევრ ყველა სახელმწიფოს რომ კიევის მხარდაჭერისთვის მაქსიმუმი გაიღონ. მე რამდენიმე დღის ვიმყოფებოდი კიევში და ჩვენ გამოვაცხადეთ უკრაინისთვის დამატებით 100 მილიონი ამერიკული დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ. პუტინი შეეცდება იერიში მიიტანოს უკრაინულ ქალაქებზე, უკრაინას ახლა ყველაზე მეტად საჰაერო თავდაცვის სისტემები ესაჭიროება”.

 

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend