მთავარიმსოფლიოNATOნატოს გენერალურმა მდივანმა კოსოვოსა და სერბეთს დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდა

ნატოს გენერალურმა მდივანმა კოსოვოსა და სერბეთს დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდა

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბალკანეთში ორდღიანი ვიზიტისას სერბეთსა და კოსოვოს დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდა.

იენს სტოლტენბერგმა ბელგრადში სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს ურჩია, საზღვარზე აღარ გაუშვას დამატებითი ცოცხალი ძალა. დამატებითი ძალები სექტემბერში გაიგზავნა, როდესაც ჩრდილოეთ კოსოვოში მომხდარ მოვლენებს ერთი პოლიციელი და სამი თავდამსხმელი ემსხვერპლა. ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ამ ინციდენტის  დროს თავად სერბებიც დაზარალდნენ.

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა გენერალურ მდივანს უკვე შეატყობინა, რომ კოსოვოს რეჟიმის მხრიდან დიდი ზეწოლის, დაპატიმრების, შევვიწროებისა და მუქარის გამო  კოსოვოს ჩრდილოეთსა და მეტოჰიაში სერბების მხოლოდ 13 პროცენტია დარჩენილი. სერბეთის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს ძალადობაა.

ამ საკითხებთან დაკავშირებით იგი მიმართავს კოლექტიურ დასავალეთს და არა ნატოს.

სტოლტენბერგი მიესალმება ევროკავშირის შეთანხმებას, რათა დაძაბულობის შემცირების მიზნით შეიქმნას სერბთა უმრავლესობის მუნიციპალიტეტების ასოციაცია. მისი აზრით, ეს იქნება საკვანძო ნაბიჯი ურთიერთობების ნორმალიზებისკენ. იგი  მოუწოდებს ბელგრადსა და პრიშტინას, კონსტრუქციულად ჩაერთონ ევროკავშირის ხელშეწყობით გამართულ დიალოგში. მისი შეფასებით, ეს არის ერთადერთი გზა ხანგრძლივი  სტაბილურობისა და მშვიდობის დასამყარებლად.

სტოლტენბერგმა ამავე თემაზე ისაუბრა პრიშტინაში, სადაც იგი კოსოვოს ლიდერებს შეხვდა. ევროპელი დიპლომატები ორივე მხარეს აფრთხილებენ, რომ მათ შორის დაძაბულობა აფერხებს მათი ქვეყნების ბლოკში გაწევრებას.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend