გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ 2022 წლის თებერვლიდან რუსეთის აგრესიას 10 000 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. მათგან ნახევარზე მეტი ფრონტის ხაზიდან მოშორებით დაიღუპა.
გაეროში, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით აკვირდება ვითარებას, აღნიშნავენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაცილებით მეტია, რადგან აღრიცხვის პროცესი ჯერ არ დასრულებულა.
კიევში კი ვიზიტით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ჩავიდნენ.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. იგი ასევე მუშაობს უკრაინის ევროკავშირში გაწევრების თაობაზე. პრეზიდენტი დეკემბრის სამიტისგან დადებით შედეგს ელის.
20 ნოემბერს 10 წელი გავიდა მაიდნის საპროტესტო აქციებიდან, რომელიც ასევე ღირსების რევოლუციის სახელით არის ცნობილი.
უკრაინელებმა აღნიშნეს ეს მნიშვნელოვანი თარიღი და გაიხსენეს დაღუპულები.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ კი ევროკავშირს შეახსენა, რომ უკრაინელებმა თავიანთი სიცოცხლე ევროპულ მომავალს შესწირეს.