მთავარი საქართველო თბილისში "ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესფორუმი 2023" გაიხსნა

თბილისში “ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესფორუმი 2023” გაიხსნა

თბილისში “ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესფორუმი 2023” გაიხსნა. ღონისძიებაზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეულ წარმატებასა და ამ მიმართულებით ბიზნესსექტორის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე. ფორუმი ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ გახსნა. სიტყვით გამოსვლის დროს მან კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს ევროკომისიის რეკომენდაციის მიღება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ დეკემბერში ეს რეკომენდაცია სისრულეში მოვა.

ევროპულ ბიზნესფორუმს დღეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ესწრებოდნენ. მათი განცხადებით, დროა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ბიზნესპარტნიორობა გაღრმავდეს. ისინი ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს მუშაობას იმაზე, რომ საქართველოში ბიზნესის წარმოება იყოს კიდევ უფრო მარტივი და რაც ყველაზე მთავარია, კორუფციისგან თავისუფალი.

ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის, განცხადებით, ევროპულ ბიზნესებს ნებისმიერ ქვეყანაში შესასვლელად სჭირდებათ მყარი საფუძველი და სწორედ ამ მიმართულებით უნდა განვითარდეს საქართველო.

“ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესფორუმი” როგორც წლის მთავარი ბიზნესმოვლენა საქართველოში პირველად 2022 წელს გაიმართა. წლევანდელი ფორუმი კი კიდევ უფრო მასშტაბური იყო. ფორუმზე დაახლოებით 300-ამდე მონაწილე იყო წარმოდგენილი.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend