მთავარიევროპარუსეთირუსეთის პრეზიდენტის თქმით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა მოგვარდეს

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა მოგვარდეს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი “ბრიქსის” ვირტუალურ სამიტს დაესწრო, ამ სამიტში მონაწილეობა მიიღო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმაც. განხილვის ერთერთი მთავარი საკითხი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომია “ჰამასსა” და ისრაელს შორის. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აუცილებელია ამ კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე მოგვარება და “ბრიქსი” და წევრი სახელმწიფოები ამ თვალსაზრისით ძალისხმევას არ იშურებენ.

ვლადიმერ პუტინი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი: “ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი აუცილებლად უნდა მოგვარდეს პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე. ჩვენი მიდგომა მდგრადი და პრაგმატულია. ვისურვებდით, რომ საერთაშორისო საზოგადოება ვითარების დეესკალაციისთვის ერთიანი ძალებით მოქმედებდეს. “ბრიქსის” წევრი სახელმწიფოები, ჩვენ, ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა ვცდილობთ დადებითი როლის შესრულებას ამ თვალსაზრისით”.

 

 

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend