ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი “ჰამასის” მიერ გატაცებული ადამიანების დაბრუნების შესაძლებლობის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, რამდენიმე კვირაა, რაც ვაშინგტონი ძალისხმევას არ იშურებს ამ ადამიანების დაბრუნების მიზნით და შესაძლოა, რომ რამდენიმე მათგანი მალე გაათავისუფლოს “ჰამასმა”. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების მიზეზით მეტ დეტალს ვერ გაუზიარებს საზოგადოებას.
ჯო ბაიდენი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი: “მსურს, რამდენიმე სიტყვა გითხრათ “ჰამასის” მიერ გატაცებული ტყვეების შესახებ. ეს ადამიანები ტყვეობაში 7 ოქტომბრიდან იმყოფებიან. რამდენიმე კვირაა, რაც ძალისხმევას არ ვიშურებთ ამ ადამიანების გათავისუფლებისთვის. მე ველაპარაკე პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს და ასევე კატარის ემირს. ძალიან, ძალიან ახლოს ვართ რიგი გატაცებულების სახლში დაბრუნებასთან”.