ქალთა უსაფრთხოება

პროექტის ,,ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის’’ ფარგლებში გენდერული ნიშნით ძალადობისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხებზე ორი კვლევა განხორციელდა

1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“ 3 ქვეყანაში – საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მუშაობს.

პროექტის ,,ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის’’ ფარგლებში გენდერული ნიშნით ძალადობისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხებზე ორი კვლევა განხორციელდა. კვლევის პრეზენტაციას „მერსი ქორფსი“ 22 ნოემბერს წარადგენს.

WISE პროგრამის ფარგლებში, ქალთა დაცვის მიზნით, აპლიკაცია SAFE YOU ფუნქციონირებს, რომელსაც მხოლოდ საქართველოში უკვე 20 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.

როგორია პროგრამის 1 წლის შედეგები – ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში “მერსი ქორფსის” WISE პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ჭელიძემ ისაუბრა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend