2023 წლის საუკეთესო მოხალისეთა გამოსავლენად მოზარდებისა და ახალგაზრდების ნომინირება იწყება.
ღონისძიება ყოველწლიურად არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდის“ ინიციატივით იმართება და მისი მიზანი მოხალისეობრივი კულტურის დანერგვა და მოხალისეების საქმიანობის წახალისებაა.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში „ჰელფინგ ჰენდის“ ახალგაზრდული პროგრამების ხელმძღვანელმა მედეა გათენაძემ და წლის საუკეთესო მოხალისის ჯილდოს შარშანდელმა გამარჯვებულმა თემო ხოჯაშვილმა ისაუბრეს.