მთავარიევროპაესპანეთიესპანეთში პედრო სანჩესის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე არჩევა გააპროტესტეს

ესპანეთში პედრო სანჩესის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე არჩევა გააპროტესტეს

ესპანეთში სოციალისტური მუშათა პარტიის შტაბ-ბინასთნ მასშტაბური საპროტესტო აქცია მოეწყო, რომელშიც ათასობით დემონსტრანტმა მიიღო მონაწილეობა.

აქციის მონაწილეები პარლამენტის მიერ პედრო სანჩესის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა არჩევას აპროტესტებენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები – Copyright AP

ესპანეთის დროშებში გახვეულმა მომიტინგეებმა აქციაზე კატალონიის დროშები დაწვეს. პოლიციამ მომიტინგეთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. საპროტესტო გამოსვლები ქვეყანაში უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ანა დიუშა ამბობს, რომ განსხვავებული იდეოლოგიის მიუხედავად, ახლა ყველა ქუჩაში უნდა გამოვიდეს და წინ აღუდგეს ესპანეთის ისტორიაში ყველაზე ცუდ მმართველს. მას მიაჩნია, რომ სანჩესმა თავისი ამომრჩეველი მოატყუა.

აქციის მონაწილეები პედრო სანჩესს კონსტიტუციის ღალატში ადანაშაულებენ. მათი აზრით, სანჩესი სასამართლო სისტემას უთხრის ძირს, რადგან იგი ამნისტიას დაჰპირდა 2017 წელს კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმში მონაწილე პოლიტიკოსებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend