საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპული გაერთიანების, ე.წ. EPTA-ს თავმჯდომარე გახდა. ამ ორგანიზაციას იუსტიციის სასწავლო ცენტრი ერთი წლის ვადით, 2024 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. შედეგად, EPTA-ს ყოველწლიურ კონფერენციას მომავალ წელს საქართველო უმასპინძლებს.
რა შესაძლებლობას მისცემს ეს სიახლე იუსტიციის სასწავლო ცენტრს – ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა, ვახტანგ ჟვანიამ ისაუბრა.