ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომი გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალების სახმელეთო შენაერთები ქალაქ ღაზის უდიდეს ნაწილს აკონტროლებენ, საბრძოლო მოქმედებები ქალაქის გარეუბნებში მიმდინარეობს. ქალაქი ღაზა სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, რომელიც თავიდან ბოლომდე ალყაშია მოქცეული ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ. ისრაელელმა ჯარისკაცებმა ქალაქ ღაზაში მდებარე რიგ საავადმყოფოებში იარაღის საწყობები აღმოაჩინეს. ისრაელის არმიამ ამ ეტაპზე 44 ჯარისკაცი დაკარგა “ჰამასთან” ბრძოლაში.
ისრაელის თავდაცვის ძალების სახმელეთო შენაერთები ღაზის სექტორში, მათ შორის ქალაქ ღაზაშიც იბრძვიან.
ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალებმა კი “ჰამასის” 200-ზე მეტ სამხედრო ობიექტზე მიიტანეს იერიში. განადგურებულია დაჯგუფების სარაკეტო დანადგარები და სამეთაურო პუნქტები. ისრაელის სამხედრო საზღვაო ძალებმა კი “ჰამასის” საწვრთნელ ბაზაზე მიიტანეს იერიში.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის ოფისის წარმომადგენელთა განცხადებით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილი 200 ათასმა მოქალაქემ უკვე დატოვა.
ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელთა განცხადებით, მათ ღაზის სექტორში მდებარე რამდენიმე საავადმყოფოს ტერიტორიაზე იარაღის საწყობები აღმოაჩინეს.
Beneath the Rantisi Hospital in Gaza, IDF forces found a room where Israeli hostages are believed to have been held.
The calendar found in the room marked the days since October 7 Massacre with the title “Operation Al-Aqsa Flood”, Hamas’ name for their horrific attack on Israel. pic.twitter.com/sK4FPaOlHJ
— Israel Defense Forces (@IDF) November 14, 2023
დანიელ ჰაგარი, ისრაელის თავდაცვის ძალების პრესმდივანი: “ღაზის სექტორში მდებარე რიგ საავადმყოფოებში აღმოვაჩინეთ “ჰამასის” სამეთაურო პუნქტი, ეგრეთ წოდებული შაჰიდის ქამრები, ავტომატური შეიარაღება, ასაფეთქებელი მოწყობილობები და ჯავშანჟილეტები”.
ისრაელის არმიამ გაავრცელა შესაბამისი ვიდეომასალაც.
დანიელ ჰაგარი, ისრაელის თავდაცვის ძალების პრესმდივანი: “ეს არის შეტევითი სამხედრო ოპერაციის წარმოებისთვის განკუთვნილი შეიარაღება, აქ ვიპოვეთ ასაფეთქებელი მოწყობილობები, ჯავშანჟილეტები, ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული შაჰიდის ქამარი, ეს საავადმყოფოში ადამიანებთან ერთად ინახება, ვიპოვეთ ხელყუმბარები, კალაშნიკოვის ტიპის ავტომატური იარაღი და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება, რომელსაც ამ შენობიდან ისროდნენ”.
ისრაელის არმიამ “ჰამასის” წინააღმდეგ ბრძოლაში 44 ჯარისკაცი დაკარგა.