მთავარიევროპაისლანდიაისლანდიაში გასული 48 საათის განმავლობაში 1400-ზე მეტი მიწისძვრა მოხდა

ისლანდიაში გასული 48 საათის განმავლობაში 1400-ზე მეტი მიწისძვრა მოხდა

ისლანდიაში მასშტაბურ ვულკანურ ამოფრქვევას ელიან, ქვეყანაში გასული 48 საათის განმავლობაში 1400-ზე მეტი მიწისძვრა მოხდა. ქალაქ გრინდავიკში გაჩენილი ბზარების გამო დაიკეტა გზები. პარასკევს მოსახლეობა ქალაქიდან გაიყვანეს. ექსპერტები ეჭვობენ, რომ მაგმა უკვე გაჟღენთილია ქალაქის ქვეშ და შიშობენ, რომ იგი სრულად განადგურდება ვულკანის ამოფრქვევის შედეგად.

ისლანდიაში ბოლო 48 საათში 1400-ზე მეტი მიწისქვეშა ბიძგი იგრძნობოდა. ქვეყანაში მასშტაბური ვულკანური ამოფრქვევისთვის ემზადებიან. ეს მოვლენა შესაძლოა რამდენიმე საათში ან დღეში მოხდეს. მიწისძვრებმა უკვე დააზიანა გრინდავიკის პორტი. მთავრობის გადაწყვეტილებით,  გასულ უქმეებზე დასახლებაში,  სადაც უკვე გაჩნდა ბზარები, დაიკეტა გზები. მოსახლეობა მომავალზე ღელავს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ  უმძიმესი სიტუაციაა, თუმცა ცდილობენ, სიმშვიდე შეინარჩუნონ. მათთვის ყველაზე მძიმე გაურკვევლობაა, რადგან არ იციან, რა ელით მომავალში.

გრინდავიკში მცხოვრებმა პოლონელმა მათეუშ დროშკოვსკიმ აქ გასულ წელს შეიძინა, სახლი. მან ყველაფერი აქ ჩადო, პოლონეთში სახლიც კი გაყიდა. მათეუშს  ახალი ცხოვრების დაწყება სურდა. ახლა კი გაურკვეველ მდგომარეობაშია.  მაღალი იპოთეკა აქვს და არც ის იცის, დაეხმარებიან თუ არა ბანკები ან სადაზღვევო კომპანიები რაიმე სახით.

სამხრეთ ისლანდიის ვულკანოლოგიისა და ბუნებრივი საფრთხის ჯგუფის ექსპერტები ეჭვობენ, რომ მაგმა უკვე გაჟღენთილია ქალაქის ქვეშ და შიშობენ, რომ იგი ვულკანის ამოფრქვევის შედეგად განადგურდება. პარასკევს უკვე გაიყვანეს მოსახლეობა გრინდავიკიდან. ვარაუდობენ, რომ  ეს შეიძლება ყველაზე დამანგრეველი ვულკანური ამოფრქვევა იყოს, რაც კი ნახევარი საუკუნის განმავლობაში მომხდარა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend