ბავშვთა ქორწინება ადამიანის უფლებების დარღვევა და მავნე პრაქტიკაა, რომელიც არაპროპორციულად მოქმედებს ქალებსა და გოგოებზე და ხელს უშლის იცხოვრონ ძალადობისგან თავისუფალ გარემოში.
ის გენდერული უთანასწორობის შედეგია და გოგოების/ქალების უფლებრივ მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებს. 2022 წელს ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 5 მუნიციპალიტეტში რესპონდენტთა საკმაოდ დიდი რაოდენობა, 43% ამბობს, რომ ბავშვთა ქორწინების ცალკეული შემთხვევები ისევ ხდება.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, ელენე რუსეცკაიამ ისაუბრა.