მთავარიევროპაუნგრეთივიქტორ ორბანი ევროკავშირის ლიდერებს აკრიტიკებს

ვიქტორ ორბანი ევროკავშირის ლიდერებს აკრიტიკებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის ლიდერებს კვლავ აკრიტიკებს. ის პარტნიორებს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით არასწორ პოლიტიკაში ადანაშაულებს. ორბანი ფიქრობს, რომ ეს ომი ანგრევს ევროპას და მისი თქმით, უნგრეთს აღარ სურს უკრაინის დაფინანსების გაგრძელება, რადგან თვლის, რომ დაფინანსება, რომლითაც იარაღს შეიძენენ, უნგრეთს კარგს არაფერს მოუტანს.

წლის ბოლომდე ევროკავშირის ლიდერებმა უნდა დაამტკიცონ უკრაინისთვის ოთხწლიანი 50  მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტი იმისთვის, რომ უზრუნველყონ მისი საბიუჯეტო მხარდაჭერა, ასევე წაახალისონ ინვესტიციების შემოდინება ქვეყანაში და დაეხმარონ ქვეყანას აღდგენაში…. აქვე გეტყვით, რომ ბოლო დროს ორბანმა მოუხშირა მსგავსი შინაარსის განცხადებებს, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინს პირისპირ შეხვდა. მისი განცხადებები ხშირად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ერთიან პოლიტიკას და ევროპელმა მაღალჩინოსნებმა მას შეახსენეს კიდეც, რომ არავინ აძალებს უნგრეთს ევროკავშირის წევრობას.

ვიქტორ ორბანი და ვლადიმერ პუტინი, ჩინეთი, 17 ოქტომბერი, 2023 წელი Copyright Grigory Sysoyev, Sputnik, Kremlin Pool Photo Via AP

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend