მთავარისაქართველოლევან დოთიაშვილი გათავისუფლების შემდეგ მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს

ლევან დოთიაშვილი გათავისუფლების შემდეგ მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს

ლევან დოთიაშვილი, რომელიც საოკუპაციო ძალებმა სოფელ კირბალის მიმდებარედ 6 ნოემბერს დააკავეს, გათავისუფლების შემდეგ მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს. ის დაკავების დეტალებს იხსენებს.

ლევან დოთიაშვილი საკუთარ სახლში დღეს დილით დაბრუნდა, მანამდე მთელი ღამის განმავლობაში ქართველ სამართალდამცავებს ჩვენებას აძლევდა. გათავისუფლების პროცესში ქართულ მხარესთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართულები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და საერთაშორისო პარტნიორები. ამავდროულად სოფელ კირბალის მოსახლეობა რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს უსამძიმრებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend