მთავარისაქართველოგელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა ექვსთვიანი მუშაობის შედეგები წარადგინა

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა ექვსთვიანი მუშაობის შედეგები წარადგინა

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა საზოგადოებას ექვსთვიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
დავით ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, კომიტეტმა ამ პერიოდის განმავლობაში, უცხოელ პარტნიორებთან ერთად, სამონასტრო კომპლექსის დაზიანებული გადახურვისა და სეისმო-მდგრადობის პროექტის სამუშაოები აწარმოა.

კომიტეტის ცნობით, ასევე მნიშნელოვანი კვლევები განხორციელდა კედლის მხატვრობისა და მოზაიკის დანესტილი და დაზიანებული ნაწილის შესწავლის მხრივაც.

მეცნიერთა ჯგუფი სარეაბილიტაციო სამუშაოების გაგრძელებასთან დაკავშირებით იუნესკოს დასკვნას ელის

არსებული ინფორმაციით, უკვე დაზიანებული ფრესკების ბოლომდე აღდგენა შეუძლებელია, თუმცა მათი შენარჩუნება შესაძლებელი იქნება. სარეაბილიტაციო პროცესში შექმნილია ვებგვერდიც, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, გელათში მიმდინარე სამუშაოებს შეუძლია თვალი ადევნოს – www.gelatirehabilitation.ge

გელათის ერთიან-დროებით გადახურვაში მოქცევისათვის, გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა გერმანულ კომპანია „ლეიერთან“ კომპლექსური თანამშრომლობით მოამზადა ორი საკმაოდ რთული საინჟინრო გადაწყვეტის მაღალტექნოლოგიური პროექტი: პირველი – გელათის კათედრალის ერთიანი-დროებითი გადახურვის პროექტი, გუმბათის ჩათვლით, სრულად და მეორე – გელათის კათედრალის ერთიანი-დროებითი გადახურვის პროექტი, გუმბათის გადახურვის გარეშე, ამგვარი გადაწყვეტის მიზნობრიობის დასაბუთებით.

მე-6 რეკომენდაციის თანახმად, აღმოსავლეთ მკლავში მოეწყო ე.წ. „უსაფრთხო ხარაჩო“, რამაც სპეციალისტებს საშუალება მისცა შეესწავლათ კედლის მხატვრობა და საკურთხევლის აფსიდის მოზაიკა.

ზემოხსენებული რეკომენდაციების აღსრულებისთვის, გელათის რეაბილიტაციის კომიტეტში შეიქმნა ბიურო, რომელიც სარეაბილიტაციო − საკონსერვაციო სამუშაოებისას უზრუნველყოფს დოკუმენტაციის საფუძვლიან და დეტალურ წარმოებას და ასევე, საკონსერვაციო ჯგუფებს შორის თანმიმდევრული და შეთანხმებული მოქმედებისთვის შესაბამის კოორდინაციას გაწევს.

საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან და პასუხისმგებლობიდან გამომდინარე კომიტეტი აპირებს, რომ მსგავსი სახის პრეზენტაციები პერიოდულად გამართოს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend