26 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც მაყურებელი არაერთ ახალ და საინტერესო ფილმს იხილავს. იქამდე კი, კინოფესტივალის ფარგლებშივე, 12 ნოემბერს, ევროპული არტ-ჰაუს კინოს დღეს, კინოთეატრ „ამირანში“ ცნობილი ბრიტანელი რეჟისორის ლინდსეი ანდერსონის „იღბლიანი“ იქნება ნაჩვენები.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დამფუძნებელმა გაგა ჩხეიძემ ისაუბრა.