მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის არმია ხერსონის ოლქში შეტევას აგრძელებს

უკრაინის არმია ხერსონის ოლქში შეტევას აგრძელებს

უკრაინის არმია ხერსონის ოლქში შეტევას აგრძელებს. “ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, მდინარე დნიპროს მარცხენა სანაპიროზე, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას წარმოადგენს, უკრაინის მცველები რამდენიმე მიმართულებით ცდილობენ გათავისუფლებული არეალის გაზრდას. ამავდროულად სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე დასახლება სკადოვსკში, რომელიც ასევე კრემლის მიერაა ოკუპირებული, რამდენიმე აფეთქება მოხდა. როგორც სამხედრო ბლოგერები წერენ, უკრაინული სარაკეტო იერიშების შედეგად რუსული ჯარის პოზიციები დაიბომბა. ოფიციალურ განცხადებაში კი უკრაინის თავდაცვის ძალები აღნიშნავენ, რომ ხერსონის მიმართულებით უკრაინელი სამხედროები მოწინააღმდეგის ზურგში წარმატებით ახორციელებენ იერიშებს.

აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება დონეცკის ჩრდილოეთით ბახმუტისა და ავდიივკის ფლანგებზე, სადაც როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალები იუწყებიან, ერთ დღეში 40-ზე მეტი სხვადასხვა ინტენსივობის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:20
spot_imgspot_img
Send this to a friend