მთავარიმსოფლიოგამოვიდა "ბითლზის" ახალი სიმღერა

გამოვიდა “ბითლზის” ახალი სიმღერა

რამდენიმე დღის წინ ლეგენდარულმა როკ ბენდმა „ბითლზმა“ ახალი სიმღერა Now and Then გამოუშვა. სიმღერის კომპოზიცია დაწერილია ჯონ ლენონის მიერ 1970-იან წლებში, თუმცა მან სიმღერა დაუსრულებელი დატოვა. ბენდის დარჩენილმა წევრებმა პოლ მაკარტნიმ და რინგო სტარმა კი იგი დაასრულეს. სინგლის გამოშვების ინიციატორი პოლ მაკარტნია. მან სიმღერაში გამოიყენა ჯონ ლენონისა და ჯორჯ ჰარისონის ჩანაწერები. სიმღერის შექმნაში მონაწილეობდა ბენდის მუდმივი კოლაბორატორი, მეხუთე ბითლზად წოდებული არანჟირების სპეციალისტი ჯორჯ მარტინი.  სიმღერაში ხელოვნური ინტლექტის საშუალებით მსმენელი ჯონ ლენონის ხმას მოისმენს.

პოლ მაკარტნიმ, ჯორჯ ჰარისონმა და რინგო სტარმა ჯონ ლენონის კომპოზიციაზე მუშაობა პირველად 1995 წელს დაიწყეს, თუმცა საბოლოოდ გაჩერდნენ… ერთი მხრივ მიზეზი ტექნოლოგიური გამოწვევები იყო. მათ ვერ შეძლეს ჯონ ლენონის მიერ 1970 წელს ჩაწერილი ვოკალის დამუშავება.

დიდი ხნის განმავლობაში სიმღერის დასრულება შეუძლებლად მიიჩნეოდა. თუმცა 2022 წელს ოსკაროსანმა რეჟისორმა პიტერ ჯექსონმა და მისმა გუნდმა „ბითლზის“ დოკუმენტური სერიისთვის „Get back”-ისთვის პროგრამული სისტემა შექმნა, რამაც მათ საშუალება მისცა გაეცალკევებინათ ლენონის ვოკალი ფორტეპიანოს ჟღერადობისგან.

Now and Then ჯონის, პოლის, ჯორჯისა და რინგოს უკანასკნელი სიმღერაა, რომელიც პატივს მიაგებს ყველაზე გავლენიანი ჯგუფის „ბითლზის“ მემკვიდრეობას პოპულარული მუსიკის ისტორიაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend