აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მთიანი ყარაბაღის დედაქალაქ ხანქენდში, რომელსაც სომხები ასევე სტეფანაკერტს უწოდებენ, სამხედრო აღლუმი გამართეს. მათ რეგიონში სეპარატისტებთან ომში გამარჯვების მესამე წლისთავი აღნიშნეს.
როგორც ცნობილია, აზერბაიჯანმა რეგიონზე კონტროლი სამი ათწლეულის განმავლობაში სეპარატისტული მმართველობის შემდეგ დაიბრუნა, რამაც აიძულა დაქვემდებარებულ და შეიარაღებულ სომხურ ძალებს, კაპიტულაცია გამოეცხადებინათ.
,,შუშაში გამარჯვების შემდეგ მტერი პრაქტიკულად მზად იყო კაპიტულაციისთვის და მეორე დღეს მოაწერა ხელი ამ აქტს. ჩვენ კი ომი შევაჩერეთ. ამ დროს ჩვენი შეიარაღებული ძალები ხანქენდიდან სულ რაღაც ერთი ნაბიჯით იყვნენ დაშორებული. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ დადგებოდა დღე, როცა აქ, ქალაქ ხანქენდში, აზერბაიჯანის დროშა აღიმართებოდა. 2020 წლის 10 ნოემბერს 44-დღიანი ომის შეწყვეტამ საშუალება მოგვცა, ერთი გასროლის გარეშე დაგვებრუნებინა აღდამის, ქალბაჯარისა და ლაჩინის რაიონები“,- განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
Military parade dedicated to 3rd anniversary of the Victory in the Patriotic War was held in city of Khankendi.#Azerbaijan #VictoryDayhttps://t.co/1buzN92yDK pic.twitter.com/SVPuFZzdZD
— Ilham Aliyev (@presidentaz) November 8, 2023
1994 წელს ექვსწლიანი სეპარატისტული ბრძოლების შემდეგ მთიანი ყარაბაღი ეთნიკურად სომხური ძალების კონტროლის ქვეშ მოექცა, რის შედეგადაც დაახლოებით 1 მილიონი აზერბაიჯანელი დევნილი გახდა.
2020 წლის ექვსკვირიანი ომის შემდეგ აზერბაიჯანმა დაიბრუნა სამხრეთ კავკასიის მთებში რეგიონის ნაწილი, მიმდებარე ტერიტორიასთან ერთად, რომელიც ადრე სომხურმა ძალებმა დაიპყრეს.