ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით რეკომენდაციის გაცემას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აფასებს. მისი თქმით, ეს ევროკომისიის ისტორიული გადაწყვეტილებაა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს ქვეყანამ, ხალხმა და სიმართლემ გაიმარჯვა. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ დეკემბერში საბოლოოდ გაფორმდება დღევანდელი გადაწყვეტილება და საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს.