მთავარისაქართველოპროექტი „ქალთა გაძლიერება პოლიტიკაში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად“

პროექტი „ქალთა გაძლიერება პოლიტიკაში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად“

პროექტს საერთაშორისო ორგანიზაცია "აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისათვის" ახორციელებს "გაეროს ქალთა ორგანიზაციისა" და "შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს" მხარდაჭერით.

„ქალთა გაძლიერება პოლიტიკაში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად“ – ასე ჰქვია პროექტს, რომლის მიზანია გააძლიეროს ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, შექმნას ხელსაყრელი გარემო, რომელიც წაახალისებს ქალთა აქტიურ მონაწილეობას პოლიტიკაში; აგრეთვე, ხელი შეუწყოს გენდერულად პასუხისმგებლიანი პოლიტიკის შემუშავებას, რომელიც პასუხობს ქალთა კონკრეტულ საჭიროებებსა და შეხედულებებს. პროექტს საერთაშორისო ორგანიზაცია “აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისათვის” ახორციელებს “გაეროს ქალთა ორგანიზაციისა” და “შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს” მხარდაჭერით. 6 ნოემბერს პროექტის პრეზენტაციაზე ბევრი ისაუბრეს იმ საკვანძო გამოწვევებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ჩართულობაზე.

“ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში უმნიშვნელოვანესია. როდესაც ქალები გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოებში არიან, ჩვენი კანონები და პოლიტიკა საზოგადოების სრულ სპექტრს ასახავს და არამხოლოდ მის ნახევარს. ქალი ლიდერები საზოგადოების მიერ უფრო ფართოდ უნდა იყოს მიღებული. ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ ქვეყნებს, უფრო ეფექტიანად ჩართონ ქალები პოლიტიკაში. კვლევა ჩავატარეთ საქართველოში 2021 წელს და გამოვლინდა, რომ ქალი პოლიტიკოსების ძალიან დიდი ნაწილი განიცდის შევიწროებასა და ძალადობას პოლიტიკური საქმიანობის გამო. პოლიტიკის სფერო საბოლოოდ უსაფრთხო უნდა გახდეს ქალებისთვის, ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ეს არის.  თუმცა ეს პროექტი არა მხოლოდ ქალი პოლიტიკოსებისთვის, არამედ ყველა ქალი და გოგონასთვისაა საქართველოში, რათა მათ თავიანთი აზრი თავისუფლად გამოხატონ, აიმაღლონ ხმა და ჩაერთონ ქვეყნის განვითარების პროცესებში“, – განაცხადა რეიჩელ ვესტონ ეშენბახერმა, “გაეროს ქალთა ორგანიზაციის” ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის რეგიონული პოლიტიკის სპეციალისტმა პოლიტიკური მონაწილეობისა და მმართველობის საკითხებში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend