მთავარიევროპაგერმანიამამაკაცი, რომელმაც შვილი გაიტაცა და ჰამბურგის აეროპორტის ტერიტორიაზე შეიჭრა, დააკავეს

მამაკაცი, რომელმაც შვილი გაიტაცა და ჰამბურგის აეროპორტის ტერიტორიაზე შეიჭრა, დააკავეს

გერმანიაში ჰამბურგის აეროპორტში ფრენები მას შემდეგ შეჩერდა, რაც შეიარაღებული პირი აეროპორტში ბავშვთან ერთად შეიჭრა.
შეიარაღებულმა პირმა მანქანით აეროპორტის კარი შეანგრია, ის აეროპორტში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. გატაცებული ჰყავდა თავისი 4 წლის გოგონა.
18 საათის შემდეგ მამაკაცი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი არ დაშავებულა.
ადგილობრივი პოლიციის სპიკერის სანდრა ლევგრუენის განცხადებით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილიდან ბავშვის უსაფრთხოდ გამოყვანა იყო.

„ვითარების მოლაპარაკების გზით განმუხტვა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი და პრიორიტეტულია, რადგან საქმე ბავშვის სიცოცხლეს ეხება. ეს მუდამ უნდა გვახსოვდეს. შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა, პროცესს ხუთი თუ ექვსი საათით მეტი დრო სჭირდება. ჩვენთვის მთავარი ბავშვის უსაფრთხოდ გაყვანაა. ამას კი გარკვეული მოლაპარაკება სჭირდება, რასაც დიდი დრო მიაქვს”, – განაცხადა ჰამბურგის პოლიციის სპიკერმა, სანდრა ლევგრუენი.

ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქის აეროპორტი შაბათს ღამით მგზავრებისთვის დაიკეტა, ფრენები გაუქმდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რამდენიმე საათით ადრე მამაკაცის მეუღლე პოლიციას დაუკავშირდა და მათ ბავშვის გატაცების შესახებ შეატყობინა. პოლიციის ცნობით, 35 წლის მამაკაცმა შვილი დედას ძალის გამოყენებით გამოსტაცა.

ფსიქოლოგი გამტაცებელთან 18 საათის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებას, რომ ბავშვი გამოეშვა, თავად კი პოლიციას ჩაბარებოდა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. მათ ყველა მგზავრი აეროპორტის შენობიდან უსაფრთხოდ გამოიყვანეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend