მთავარისაქართველოევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში

ორი დღე რჩება იქამდე, ვიდრე გაფართოების პირველი ანგარიში გამოქვეყნდება. ეს აჩვენებს იმას, სად მიაღწია საქართველომ პროგრესს და სად არის საჭირო ცვლილებები. იქამდე კი ქართულ პოლიტიკურ წრეებში მოლოდინებზე საუბრობენ. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ საქართველო მიიღებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსი თავისთავად ითვალისწინებს კონკრეტულ დათქმებს.

მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ თუ საქართველო სტატუსს მიიღებს, ეს იქნება საქართველოს მიერ განვლილი გზის, ხალხისა და ხელისუფლების დამსახურება. მათივე თქმით, საქართველოს სტატუსს იმის გამო მისცემენ, რომ ამის საშუალებას სახელმწიფო და ამ ქვეყნის ხელისუფლება იძლევა.

მიმდინარე წლის ბოლოს დეკემბრის შუა რიცხვებში ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო მიიღებს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გადაწყვეტილებას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შესახებ.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend