მთავარიმსოფლიოევროპაევროკავშირის ლიდერები უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრობენ

ევროკავშირის ლიდერები უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრობენ

ევროკავშირის წარმომადგენლები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობენ, მათი თქმით, უკრაინის დამარცხება ევროკავშირის დამარცხებაა. ევროკომისიის პრეზიდენტი და საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი აცხადებენ, რომ ისინი უკრაინას მანამ დაუჭერენ მხარს, სანამ ეს საჭირო იქნება.

ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი: “რუსეთს უკრაინის ეროვნული იდენტობის წაშლა სურდა, ამ ომმა კი უკრაინელი ერი იმაზე ძლიერი გახადა, ვიდრე ის ოდესმე ყოფილა. რუსეთს სურდა ნატოს დასუსტება, მაგრამ ნატო ისეთი ძლიერია როგორც არასდროს. ნატოს ახლა ორი ახალი წევრი სახელმწიფო და გაზრდილი სამხედრო ბიუჯეტი აქვს. რუსულმა არმიამ დაკარგა დიდი რაოდენობით შეიარაღება და ჯან-ღონით სავსე 100 ათასი ახალგაზრდა, მალევე კი რუსმა დაქირავებულმა მებრძოლებმა იარაღი კრემლისკენ შეაბრუნეს. ერთ დროს სახელგანთქმული შავი ზღვის რუსული ფლოტი კი დღეს უკან იხევს. მიუხედავად იმისა, რომ ვითარება ბრძოლის ველზე ნელა იცვლება, რუსული სტრატეგიული მარცხი სახეზეა. ჩვენ უკრაინას მანამ დავუჭერთ მხარს, სანამ საჭირო იქნება”.

ჟოზეფ ბორელი, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი: “რუსული მხარის მიერ მიღებული დანაკარგები დიდი და მნიშვნელოვანია, მაგრამ რუსეთს ყოველთვის შეუძლია ძალების აღდგენა, რუსულ მხარეს საერთოდ არ ადარდებს მიღებული დანაკარგები. სტალინს სჯეროდა, რომ რაოდენობა თავისებური ხარისხია თავისთავად, ის რასაც რუსული მხარე მისაღებად თვლის, ვერ ჩაითვლება მისაღებად კიევისთვის, არსებული მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი უკრაინის მხარდაჭერაა”.

 

 

 

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend