მთავარიევროპარუსეთირუსეთის პრეზიდენტმა ევროკავშირის სანქციებზე ისაუბრა

რუსეთის პრეზიდენტმა ევროკავშირის სანქციებზე ისაუბრა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საუბრობს სანქციათა ახალ პაკეტზე, რომელსაც რუსეთს ევროკავშირი უმზადებს. რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ დასავლეთი თავად გაება საკუთარ მახეში და სანქციები ევროპული ქვეყნების ეკოკნომიკას ვნებს და არა რუსეთს.
„მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ დასავლეთის სანქციები გაძლიერდება. გასული წლების განმავლობაში ჩვენმა ე.წ. პარტნიორებმა უთვალავი სანქცია აამოქმედეს ჩვენ წინააღმდეგ, იმდენი რომ თავადაც გაეხვნენ მათში. ჩვენი დასჯა სცადეს, მაგრამ საბოლოოდ რასაც ვხედავთ ნათელია რომ მათ თავიანთ ეკონომიკას დაარტყეს. ფანტაზიებში ცხოვრობენ. აკრძალეს რუსეთში ნემსების შემოტანა. ძალიანაც კარგი, რაც უფრო ნაკლები ნაგავი შემოვა მათგან, მით უფრო ნაკლები ნარკოდამოკიდებული შემოვა ევროპის დიდი ქალაქებიდან ჩვენთან.
თუმცა ის, რაც ახლა ყველაზე მეტად გვაწუხებს არის ის, რომ ახლა, ამ პირობებში, როცა ჩვენ წინააღმდეგ სანქციების პაკეტი ფაქტობრივად ამოწურულია, შესაძლოა, გამოიყენონ დივერსია ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. არ უნდა გამოვრციხოთ ისეთი პროვოკაციები, როგორიც რუსეთის დადანაშაულებაა ფინეთსა და ესტონეთს შორის გაზსადენის დაზიანებაში. მნიშვნელოვანია ასეთი რისკების წინასწარ გამოთვლა და მათზე რეაგირება, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი საწარმოების, კომპანიებისა და მუშახელის თავდაჯერებული, სტაბილური ფუნქციონირება, ჩვენი საგარეო სავაჭრო ურთიერთობებისა და ლოგისტიკური მარშრუტების საიმედოობა“, – ვლადიმერ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend