უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთმა 100-ზე მეტი დასახლებული პუნქტი დაბომბა, ეს წლის ყველაზე მასშტაბური იერიშია
კიევის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ მოსკოვი დაადანაშაულა, რომ მან განზრახ მიიტანა იერიში მშვიდობიან მოსახლეობაზე უკრაინის აღმოსავლეთის 10 რეგიონში.
ბოლო დროს რუსული იერიშების გახშირებას გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში. ჯოზეფ ბორელმა უკრაინელი ხალხი დაამშვიდა.
სოციალურ მედიაში მან აღნიშნა, რომ მოსკოვს არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ სხვა რეგიონში შექმნილი კრიზისის გამო ევროკავშირი ყურადღებას მოაკლებს უკრაინას.
„ევროპა უკრაინას მხარს დაუჭერს მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება“.
Russian aggression against #Ukraine has reached a new peak of ruthlessness, with more than 100 towns and villages targeted in 24 hours.
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) November 1, 2023
Moscow should have no illusions: other crises will not divert our attention from Ukraine.
Our support continues, as long as needed
ოფიციალური მოსკოვი კი აცხადებს, რომ უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად რუსეთის შეიარაღებული ძალები მაღალი სიზუსტის სარაკეტო სისტემებს იყენებენ.
სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთი ომის ახალ ეტაპზე გადადის
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად რუსეთი კვლავ ეცდება უკრაინის ენერგეტიკული და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის დაბომბვას.