მთავარისაქართველო"გიორგობისთვე" - წინანდლის მამული და სასტუმრო "რადისონ ქოლექშენი" განსაკუთრებულ კულტურულ და შემეცნებით...

“გიორგობისთვე” – წინანდლის მამული და სასტუმრო “რადისონ ქოლექშენი” განსაკუთრებულ კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებს უმასპინძლებს

ნოემბერი ძველად გიორგობისთვის სახელით იყო ცნობილი, სწორედ ამიტომ შემოდგომის ამ პერიოდს წინანდლის მამული და სასტუმრო Radisson Collection განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავს.

იქ უმასპინძლებენ წამყვან ქართველ არტისტებსა და ხელოვნების წარმომადგენლებს. მათ, ვისაც უდიდესი გავლენა აქვს კულტურულ და შემეცნებით სფეროებზე.

“გვეამაყება, რომ “გიორგობისთვეს” წინანდალში დაედო სათავე, იქ, სადაც ალექსანდრე ჭავჭავაძე ხშირად მასპინძლობდა კულტურის წარმომადგენლებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

დღეს კი ჩვენ ვცდილობთ გავაგრძელოთ ეს ტრადიცია და ყოველი წლის ნოემბერში აღვნიშნოთ “გიორგობისთვე”, – ამბობს გიორგი ხარაბაძე, წინანდლის მამულის გენერალური დირექტორი.

კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებთან ერთად წინანდლის მამულში გაიმართება გასტრონომიული დღეები, რომლის ფარგლებშიც სტუმრები შეძლებენ დააგემოვნონ მე-19 საუკუნის ტრადიციული, ჭავჭავაძისეული სუფრა „სილქ ჰოსფითალითის” ბრენდ შეფის ირაკლი ასათიანის შესრულებით. ამასთან ერთად, წარმოადგენენ წინანდლის მამულის პარტნიორი მარნების ყველის, ღვინისა და შოკოლადების ნაწარმს.

“გიორგობისთვე” “სილქ ჰოსფითალითის” ინიციატივით იმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend