ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ითხოვს, ღაზის სექტორში დროულად შევიდეს გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარება
როგორც ცნობილია, ისრაელმა ღაზის სექტორში საწვავის, საკვების, წყლისა და მედიკამენტების შეტანაზე შეზღუდვები დააწესა.
ღაზაში კვირების განმავლობაში არ იყო არც ელექტროენერგია და არც საწვავი, რომელიც აუცილებელია საავადმყოფოებში გენერატორების ასამუშავებლად.
ისრაელმა ბოლო 10 დღის განმავლობაში ჰუმანიტარული ნივთებითა და საკვებით დატვირთულ 260-ზე მეტ სატვირთო მანქანას დართო ნება, ეგვიპტიდან შესულიყვნენ ღაზაში. თუმცა, სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
,,ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გუნდი ღაზის ტერიტორიაზე თავდაუზოგავად მუშაობს. ჩვენ ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში მოვაწყვეთ საწყობი და ხალხს მედიკამენტებით, საკვებითა და სიცოცხლისთვის საჭირო ნივთებით ვამარაგებთ. მარაგი, რომელიც რაფაჰის გავლით შემოვიდა, გადანაწილდა 7 საავადმყოფოზე. მაგრამ, სიტუაციის სიმძიმიდან გამომდინარე, ეს ზღვაში წვეთია და კიდევ უფრო მეტია საჭირო“, – ამბობს რიჩარდ პიპერკორნი, ჯანმოს წარმომადგენელი დასავლეთ სანაპიროსა და ღაზაში.
The crisis in Gaza is having a devastating impact on access to health care for patients with long-term needs.
Patients with cancer, diabetes, heart disease and mental ill health face medicine stockouts and have been cut off from health services.
Just a third of primary care… pic.twitter.com/D4gW7KLGFN
— WHO in occupied Palestinian territory (@WHOoPt) November 1, 2023
ღაზაში მცხოვრები 2,3 მილიონი ადამიანიდან ნახევარზე მეტმა დატოვა საკუთარი საცხოვრებელი
ღაზაში მდებარე თურქულ-პალესტინური საავადმყოფო, სადაც სპეციალურად კიბოთი დაავადებულ პაციენტებს მკურნალობენ, დაიხურა. ამის გამო 70 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
No words can describe our concern for the patients who have just lost the only possibility to receive lifesaving cancer treatment or palliative care.
I urge and I plead – for full medical and fuel aid access NOW! The more we wait, the more we put these fragile lives at risk. https://t.co/TmGNgsCI8R
— Tedros Adhanom Ghebreyesus (@DrTedros) November 1, 2023
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 8800 პალესტინელი, ძირითადად ქალები და ბავშვები, 22000-ზე მეტი კი დაიჭრა.
ეს ომი ღაზის ისტორიაში ყველაზე სასიკვდილო აღმოჩნდა.